18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა. კერძოდ, ბუდაპეშტმა უარი თქვა, მხარი დაეჭირა ევროპარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული სამიდან ერთ-ერთი დოკუმენტისთვის, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოშია ფინალურ ეტაპზე და რომლის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

საუბარია დოკუმენტზე – "ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლებისთვის", რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გაცემა.

ბრიუსელში იმედოვნებდნენ, რომ სამივე დოკუმენტის დამტკიცება ევროკავშირის საბჭოში 20 თებერვალს დასრულდებოდა, რის შემდეგაც 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე, ევროპარლამენტი საბოლოოდ ხელს მოაწერდა მას.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთს მილსადენ "დრუჟბის" საშუალებით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინისთვის თანხების დაბლოკვით დაიმუქრა.

დღის ამბები