18 ივნისი 2026,   23:30
ვრცლად
ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად ის შეთანხმებას იღებს

ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად ის შეთანხმებას იღებს. ხამენეი ამბობს, რომ თავდაპირველად არ ეთანხმებოდა მემორანდუმს, მაგრამ ირანის პრეზიდენტისგან მიღებული გარანტიების შემდეგ მისი განხორციელების უფლება მისცა.

"მე, პრინციპულ დონეზე, განსხვავებული შეხედულება მქონდა. თუმცა, იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც პატივცემულმა ირანის პრეზიდენტმა - როგორც ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, საკუთარი და საბჭოს სხვა წევრების სახელით აიღო ჩემ წინაშე ირანელი ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, და ამ პასუხისმგებლობის მის მიერ მკაფიოდ აღიარების გამო, მე ნებართვა გავეცი,"- აცხადებს ხამენეი.

 

დღის ამბები