08 ივნისი 2026,   11:20
ვრცლად
გარყვნილი ქმედება მოსწავლის მიმართ - მძიმე დანაშაული იმერეთში

სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ ისტორიის მასწავლებელი დააკავა. დანაშაული იმერეთის რაიონში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. 42 წლის პედაგოგი გარყვნილ ქმედებაში, რომელსაც ის მე-10 კლასის მოსწავლე გოგონასთან სჩადიოდა, მოსწავლეებმა ამხილეს. 

მეათე კლასელზე სექსუალური ძალადობა საკლასო ოთახში მოხდა. მასწავლებელმა გარყვნილი ქმედებისთვის გაკვეთილებს შორის გამოცხადებული შესვენება გამოიყენა.

მძიმე დანაშაული იმერეთში, ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, გარყვნილ ქმედებას სხვა მოსწავლეები შეესწრნენ. ბავშვებმა სასწავლო დაწესებულების დირექციას მიმართეს.

42 წლის მამაკაცი იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა მალევე დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, პედაგოგი სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. "კურიერი" ბრალდებულის სახლში მივიდა, თუმცა ოჯახი მომხდარ ფაქტზე არ საუბრობს. 

დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ისტორიის პედაგოგს, დღეს ადვოკატი შეხვდა. ინტერესების დამცველი დაკავებულის პოზიციას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

42 წლის მასწავლებელს მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების დადასტურების შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდება უკვე წარუდგინა. 

 

 

დღის ამბები