05 აგვისტო 2026,   15:50
ვრცლად
"დღეს დილიდან დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები და დღის ბოლომდე ტერიტორია იქნება მოწესრიგებული" - ბათუმის ბულვარის დირექტორი

ბათუმში, უამინდობისა და შტორმის შედეგად, ბულვარის ნაწილი ქვიშის მასით დაიფარა, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე დაფიქსირდა დატბორვა. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე აცხადებს, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

"ბათუმში, უამინდობის შედეგად, ბათუმის ბულვარი ქვა-ღორღით დაიფარა, თუმცა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული დაზიანებები არ გვაქვს. დღეს დილიდან დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები და დღის ბოლომდე ტერიტორია იქნება მოწესრიგებული", - აცხადებს არჩილ ანთაძე.

დღის ამბები