03 აგვისტო 2026,   02:09
ვრცლად
"ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიმართ ჩატარებულ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის მიხედვით, ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არცერთი არ იმყოფებოდა" - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვნის პროცესი გაიმართა. დღეს აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ადვოკატ კახა წერეთლის აცილება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

"ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები. ეს შეეხება ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიმართ ჩატარებულ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, რომლის მიხედვითაც, მათ რაიმე ფსიქიკური ნაკლი [არ აღენიშნებათ], ან ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არცერთი არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, პროცესზე გადაისინჯა მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა. მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ახალი გარემოება - მათ მიმართ რომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება, არ არსებობდა და პატიმრობა დატოვა ძალაში," - აღნიშნა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები