საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, მიქაძეებისა და ჯოხაძეების ახლობლები ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ავტომობილი. სამართალდამცველებმა სასამართლოს ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს, რამდნეიმე კი განარიდეს.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 10:30-ზე დაიწყო.