10 აგვისტო 2026,   07:24
ვრცლად
ყინულის მოედანზე აღმართული ქართული დროშა - მეტელკინა-ბერულავას წყვილი ზამთრის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია

ისტორია დაწერილია - მეტელკინა-ბერულავას წყვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა, პირველმა შეძლო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება.

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა სპორტულ წყვილებში უმაღლეს დონეზე იასპარეზა და უმაღლესი სინჯის მედალი მხოლოდ იაპონიის წარმომადგენლებს დაუთმო.

სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა-ბერულავა 75 ქულით მეორე ადგილზე იყო. ქართულმა დუეტმა თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულა და 146 ქულა დაიმსახურა. ორი პროგრამის ჯამში კი, 221 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიადაზე წყვილთა შორის მონაწილეობა საპატიო იყო, 2026-ში კი, მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენებთან ბრძოლაში ქართველმა მოციგურავეებმა ტოლ-სწორად იასპარეზეს და შედეგიც ისტორიული დააფიქსირეს.

მიზანი მიღწეულია - საქართველომ 2026 წლის ოლიმპიადაზე ისტორია დაწერა და მსოფლიო ასპარეზზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები