09 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
"სრულიად შემთხვევით, ქალბატონი ნინო [ქადაგიძე] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მითხრა, რომ აუცილებლად, თუ მისი შვილი ამ საქმის თანამონაწილეა, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას - ველოდები ქალბატონი ნინოს მოქმედებას" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"სრულიად შემთხვევით, ქალბატონი ნინო იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მითხრა, რომ აუცილებლად, თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონი ნინოს მოქმედებას", - ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საუბრობს. 

იზა ომაძე ამბობს, რომ ახლა ელოდება, რას იტყვიან ძმები კაკულიები და ასევე, რა პოზიცია ექნება ბუსა ჟვანიას. 

"სრულიად შემთხვევით, ქალბატონი ნინო იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მითხრა, რომ აუცილებლად, თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონი ნინოს მოქმედებას. რასაც ვამბობდი, მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ზუსტად ისე ყოფილა ყველაფერი. ესენი ყოფილან დამნაშავეები და საჭირო იყო მათი დროულად პასუხისგებაში მიცემა, რადგან ძალიან მალე ველოდები, რომ ისინი ალაპარაკდებიან. ნიკო კვარაცხელია იყო იმ მასშტაბის ფიგურა, მე მისი საქმის შესახებ ვერ გავმართავდი ჭორაობას. მე ველოდებოდი სამართლებრივად განმტკიცებულ მასალას, თუმცა ჩემთვის დაუჯერებელია ეს ამბავი. მოტივი დაუჯერებელი იყო. მე არ ვიცი, რა დაპირისპირებაზეა საუბარი, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, შეკვეთილი მოტივით," - აცხადებს იზა ომაძე.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე პროკურატურა გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. გამოძიების ინფორმაციით, კაკულიებმა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას შვილის მკვლელობა განიზრახეს. გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც მკვლელობის აღსრულებაზე ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა. 2021 წლის 15 სექტემბერს, ალეკო ჭელიძემ იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას, რომელიც იმავე დღეს დაიღუპა. ბესარიონ ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდება, ძმებ კაკულიებს კი, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდიან სასჯელს, ახალი ბრალდება წარედგინებათ.

 

დღის ამბები