შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი - 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.
პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.