რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, კორპუსების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში, მოხდება სამი შენობის თბო-საიზოლაციო მასალით შეფუთვა.
გათვალისწინებულია ფასადების რეაბილიტაცია, ასევე არსებული კარ-ფანჯრების ახლით ჩანაცვლება და ერთ-ერთი კორპუსის საძირკვლის გამაგრება.
სამუშაოების დასაწყებად სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონს აჭარბებს.