06 აგვისტო 2026,   09:47
ვრცლად
საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად დიმიტრი აბდუშელიშვილი აირჩიეს

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დელეგატებმა ამ პოსტზე 4 წლის ვადით დიმიტრი აბდუშელიშვილი აირჩიეს.

40 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 33-მა. მეორე კანდიდატმა, ზუკა რურუამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

დიმიტრი აბდუშელიშვილი ვეტერანი წყალბურთელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი, "აპოლო," რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

დღის ამბები