03 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
ბაკურიანი ჯაზფესტივალს მასპინძლობს

ბაკურიანი პირველად მასპინძლობს ჯაზფესტივალს - ღონისძიება სასტუმრო კოხტა-ბაკურიანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

Winter Jazz Bakuriani 2026 Sweet Life Society Soundsystem-ის კონცერტით გაიხსნა, რომელიც ევროპის მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ live-პროექტად მიიჩნევა. სტუმრების წინაშე წარსდგა, ასევე, ნიდერლანდური ბენდი Kraak and Smaak და ლეგენდარული ინგლისელი ვოკალისტი დენის როლინსი ბენდთან ერთად. ფესტივალი გრძელდება.

ბაკურიანი საერთაშორისო არტისტებს კვლავაც უმასპინძლებს, რომლებიც მსმენელს ჯაზის, ფანკის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაციებს შესთავაზებენ.

დღის ამბები