მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მომიტინგეები შეიკრიბნენ.
ღონისძიების ადგილას აქტივისტები პლაკატებით, დროშებით და საპროტესტო აქციების დროს დაღუპულების ფოტოებით მივიდნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მსოფლიომ ირანელი ხალხის დასახმარებლად მეტი უნდა გააკეთოს.
ცნობისთვის, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება ირანის შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევიც.