18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
ამერიკის პრეზიდენტის სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ ფლორიდის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

ფლორიდის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ამერიკის პრეზიდენტის სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ. ტრამპი მედია გიგანტისგან კომპენსაციის სახით 10 მილიარდ დოლარს ითხოვს.

დავის საგანი გადაცემა "პანორამას" ერთ-ერთი ეპიზოდია. ტრამპის მტკიცებით, არხმა განზრახ, მონტაჟის საშუალებით დაამახინჯა მისი სიტყვები, რათა ის კაპიტოლიუმის მოვლენების ორგანიზატორად წარმოეჩინა. BBC-მ შეცდომა აღიარა.

სკანდალს უკვე შეეწირა ბრიტანული მაუწყებლის ხელმძღვანელობა.

დღის ამბები