18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
"მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და, უკანონო უცხოური ფულით, ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს" - სამანტა დიქსონი

ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. პოლიტიკური შემოწირულობები უკიდურესად ეზღუდებათ უცხოელ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს.

ცვლილება მოიცავს კომპანიების მხრიდან შემოწირულობების გაცემის გამკაცრებულ წესებს, ახალ მითითებებს და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის. ახალი რეგულაციების აუცილებლობას ოფიციალური ლონდონი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ხსნის.

"უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ, გამოიყენონ საკუთარი ფინანსები და ჩაერიონ გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური რეფორმა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც "ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი სამანტა დიქსონი აცხადებს, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ.

"მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და, უკანონო უცხოური ფულით, ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს,"- აცხადებს დიქოსნი.

დღის ამბები