03 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
"საქმეში ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი" - პროკურორი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებულების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღეს ბრალდების მხარის მოწმე, დაზარალებული პოლიციელი ლაშა ჯუღელი დაიკითხა.

"მოწმემ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მან განმარტა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს დაჯგუფების წევრებმა უმოწყალოდ სცემეს თავისა და ტანის არეში. საქმეში არსებობს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ამბები. ყველა ეპიზოდი გახლავთ წარმოდგენილი და გამოკვლეული სასამართლოში, ყველა რაკურსით, როგორ ზიანდება ღობის პირველი და შემდგომი ეპიზოდები. დამონტაჟებული არცერთი კადრი არ გახლავთ, ტექნიკურად რომელი კამერა, როგორ ახორციელებს გადაღებას, მე ვერ გეტყვით. ყველა ჩანაწერი გამოკვლეულია. საქმეში ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით, რომელიც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები