06 აგვისტო 2026,   04:21
ვრცლად
"ამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ამდენი ფული უნდა შემოვიდეს საქართველოში უცხოეთიდან... ეს წარმატება უნდოდათ, ჩაეშალათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ" - ლევან მაჭავარიანი "იგლ ჰილსზე"

სპეკულაციები და დეზინფორმაციული კამპანია უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე "იგლ ჰილსის" პროექტზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კრწანისის ტერიტორიაზე წინასწარი გაყიდვები დაიწყო, - 257- დან 147 ქართველებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა კი მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს. პრემიერის თქმით, ეს მონაცემებიც ადასტურებს, რომ ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

"ეს იყო მორიგი ბინძური კამპანია ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან ისინი და, მითუმეტეს, "ლელოს" ლიდერები, რომლებმაც ეს კამპანია დაიწყეს, ყველაზე კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ეს საქართველოში, - მართლა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ამდენი ფული უნდა შემოვიდეს საქართველოში უცხოეთიდან რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე პოზიტიურ ჭრილში. ეს წარმატება უნდოდათ, რომ ჩაეშალათ, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და მათ ემოციებზე ეთამაშათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები