კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 12 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, მირიან მეფის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქოს, სადგურის, თევდორე მღვდლის, ბორჯომის, აბასთუმნის, მურმან ლებანიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და გიორგი (გოგი) ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.