10 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
თითქმის ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოზე იყო უსამართლო ბრალდებები, ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები, ფორმატები, ორგანიზაციები, მხილებულნი იყვნენ სხვადასხვა უკანონო პროცესში - ლევან მახაშვილი

ჰელსინკის კომისია, რომელიც კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, დღეს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის ყოფილი მაღალჩინოსანი სტივენ შრაგე, "ჰელსინკის კომისიის" ლიდერების და თანამშრომლების მხრიდან სისტემურ კორუფციაზე და არაეთიკურ ქმედებებზე საუბრობს. შრაგეს მიერ გავრცელებულ მასალებში, საუბარია კომისიის წევრების რასობრივ, სექსუალურ და ანტისემიტურ ქმედებებზე. ნახსენებია ეფშტეინის ფაილებიც. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როდესაც საქართველოზე უსამართლო ბრალდებები იყო გაჟღერებული, ადამიანები, ფორმატები, ორგანიზაციები, სადაც ეს ბრალდებები გაჟღერებულა, შემდგომ მხილებულნი ხდებოდნენ სხვადასხვა უკანონო პროცესებში.

"თითქმის ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოზე იყო უსამართლო ბრალდებები, ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები, ფორმატები, ორგანიზაციები, მხილებულნი იყვნენ სხვადასხვა უკანონო პროცესში. ჰელსინკის კომისია ჩვენთვის არც არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას.  თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წევრები დისკრედიტირებულნი იყვნენ, თუმცა ეს კონკრეტული ბრალდებები, რაც გააჟღერეთ წავიკითხეთ, გავეცანით. იმედია, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, რადგან მათი ქმედებები ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებსაც აზიანებს.  ჩვენი საუკეთესო ინტერესია, ამ ბრალდებებს აეხადოს ფარდა და ყველა კითხვას გაეცეს შესაბამისი პასუხი, რათა ამერიკაშიც და საქართველოშიც, ყველამ ნახოს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რამდენად კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულების  მაღალი გრძნობით ასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ ვალდებულებებს", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები