ოფიციალურ თბილისს, ოპტიმიზმის საფუძველი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ამერიკულმა გეგმამ გაუჩინა. მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი შტატების დუმილი საქართველოსთან მიმართებით, ამ მაღალჩინოსნებმა ღია პოლიტიკური გზავნილებით დაარღვიეს. მკაფიოდ ითქვა, რომ 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, 46-ს დაშვებული შეცდომების და ნეგატიური პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. საქართველოს შემთხვევაში კი ვაშინგტონს 2 ამოცანა აქვს ამოსახსნელი - დაადგინოს, ვინ და რატომ დააზიანა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში და როგორ უნდა აღდგეს, პარტნიორობა, რომლის დაწყებაც თბილისს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სურს.
ბურთი, რომ ვაშინგტონის მოედანზეა - ამერიკელ მაღალჩინოსნებს, საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა დიპლომატმა მილანში უთხრეს. 2 დღის განმავლობაში გამართულ 2 შეხვედრაზე, ქართულმა დელეგაციამ დაადასტურა ისიც, რომ ხელისუფლება ღია იქნება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური ფიგურა, ახალი გლობალური პოლიტიკური არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესშია, აქ კი საქართველოს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.
სახელმწიფო მდივან რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ნათქვამი რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, სადაც დღეს კიდევ ერთხელ სცადეს, შემდგარი ფაქტი, შემთხვევით მოვლენად წარმოეჩინათ.
არასწორი "ქართული ოცნებისთვის," ოპონენტების საფუძველს მოკლებული სპეკულაციაა. საფუძვლიანი კი შეერთებული შტატების მხრიდან გაჩენილი პოზიტიური მოლოდინი, რომელიც მალე კონკრეტულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში უნდა გადაიზარდოს. პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა კი უმრავლესობის თქმით, ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დაწყების რეალურ წინაპირობად უნდა იქცეს.
გეგმის სისრულეში მოყვანის ორმხრივი მზაობა უკვე არსებობს. ახლა წინ სამუშაო პროცესი და ინტენსიური კომუნიკაციაა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და ვიცე პრეზიდენტის თქმით, უახლოეს პერიოდში მკაფიო ნაბიჯებით უნდა დაიწყოს.