ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი და პოზიტიური სიგნალები შტატების მხრიდან - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართული მხარე ოფიციალური ვაშინგტონის კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას ურთიერთობების გადატვირთვისთვის.
"ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ ჩვენს შორის რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ამასთანავე, ჩვენ ფორმალური გზებით, არაფორმალური გზებით მუდმივ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან, ვაწვდით ინფორმაციას. "ქართული ოცნების" მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმული არის და, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან სასიხარულო არის იმ გზავნილების მოსმენა, რა გზავნილების მოისმინეს ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა და ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი შტატების სახელმწიფო მდივანს და ვიცე-პრეზიდენტს მილანში, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე შეხვდნენ. მათი განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა საუბრისას თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება ურთიერთობების აღსადგენად.