06 აგვისტო 2026,   08:27
ვრცლად
ვფიქრობთ, კომუნიკაციით და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ ფასები იყოს იმდენად სტაბილური და მისაღები, რომ ბიზნესმა თავის მოგება ნახოს - არჩილ გორდულაძე

"ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციით და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ, ფასები იყოს იმდენად სტაბილური და იმდენად მისაღები, რომ ბიზნესმა თავის მოგება ნახოს", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ბიზნესმა საკუთარი მოგება ნახოს და მოქალაქეებს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს მისი შემოსავლიდან პირველადი მოხმარების საგნებზე.

"ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციით და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ, რომ ფასები იყოს იმდენად სტაბილური და იმდენად მისაღები, რომ ბიზნესმა თავის მოგება ნახოს, რაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებლობიანად, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს მისი შემოსავლიდან პირველადი მოხმარების საგნებზე", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები