10 აგვისტო 2026,   06:13
ვრცლად
ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში, ერთი მაინც მოიტანოს ჩემი ან მოსმენა ან აუდიოჩანაწერი ან რამე - გიორგი ვაშაძე

საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე. 

"რაღაც სიახლეა კიდევ, როდესაც დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ. ეს არის დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

მათთან ერთად პროკურატურა ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ედავება. საუბარია საბოტაჟზე, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა და სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაზე.

"ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში, მეტი არაფერი არ არის ჩადებული. ერთი მაინც მოიტანოს ჩემი, ან მოსმენა, ან აუდიოჩანაწერი, ან რამე", - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი, კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები