14 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
"ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ" - პიტერ სიიარტო

ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში, - განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ აქვს განსხვავებული მიდგომა ბრიუსელს საქართველოს მიმართ, რა არის ამის მიზეზი.

"ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში. ისინი ძალიან მოხარულები იქნებოდნენ, რომ საქართველო ასევე ჩართული ყოფილიყო ომში. ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ,, საქართველოს ასევე შეაქებდნენ თუ გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, შესაბამისად, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ. სუვერენული და პატრიოტული, კონსერვატორული მთავრობები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენენ, ვერ ენდობიან ბრიუსელს. ჩვენ ვართ ის იღბლიანი სახელმწიფოები. რადგან საქართველოში გყავთ ასეთი მთავრობა, ისევე როგორიც უნგრეთში, ჩვენ გვმართავს ჩვენი მთავრობები და არა - ბრიუსელი“, - აღნიშნა სიიარტომ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

 
 
დღის ამბები