10 აგვისტო 2026,   04:04
ვრცლად
"გულწრფელად, ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას, გვერდში დგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - სოსო ფხაკაძე

"გულწრფელად, ჩვენ ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას, გვერდში დგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, გულწრფელად, ბიზნესის სახელით," - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე ისაუბრა.

"რას ნიშნავს უძრავი ქონების განვითარება - ეს არ გულისხმობს მხოლოდ შენობა -ნაგებობებს, - ეს არის დიდი ინვესტიციები, ეკონომიკური ზრდა, თანამედროვე ქალაქები, კონკურენტუნარიანობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტიანობა და ცხოვრების ახალი ხარისხი. უძრავი ქონების დეველოპერული და სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის დინამიკურად მზარდ დარგებს შორისაა და ეს ინდუსტრია მხარს უჭერს ათასობით კომპანიას," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დღის ამბები