ევროკავშირის საელჩოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მედიის პრიზი "პუბლიკას" იმ მასალისთვის გადასცა, რომელშიც მედიაორგანიზაცია სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს "სინდისის პატიმრებად" მოიხსენიებს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოში, მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,.
"მე მაგალითად, ამ გადაწყვეტილებას მივიჩნევ როგორც წახალისებას თავისუფალი სიტყვისა და მედიის არსებობისა. ეს სინამდვილეში, მიზნად ისახავს იმას, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საელჩო საქართველოში, მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი," -აცხადებს გიორგი კაპანაძე.