02 აგვისტო 2026,   22:21
ვრცლად
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დაბა ჟინვალში გამართულ საერთო კრებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პროგრამის ფარგლებში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისათვის ჯამში 4 868 000 ლარია გამოყოფილი. თანხა 448 დასახლებისათვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება.

განსახორციელებელ პროექტებს მოქალაქეები, ხმათა უმრავლესობით, არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩევენ.

დღის ამბები