10 აგვისტო 2026,   02:23
ვრცლად
ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება - პაპუაშვილი

"ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, "ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ".

"ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება. იცით ეს ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, რაღაცნაირად გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიმართ. სახელმწიფოების გაუქმება ხდება, თითქოს აქ საქართველო არ ვარსებობთ, ხალხი არ ვართ და ის რამდენიმე "ენჯეო", რომელსაც ფულს უხდიან და დაქირავებული ჰყავთ, ის არის საქართველო.

კიდევ ერთხელ, მათ ჭკუაზე რომ ვიყოთ მოწყობილი, ალბათ გაგვყრიან სუყველას ვინც "ქართულ ოცნებას" და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, სადღაც გაგვყრიან, რომელიმე კუნძულზე. აქ იქნება მათი "ენჯეოების" მიერ აშენებული "ენჯეო სამოთხე", რომელიც ვხედავთ რას გულისხმობს. გულისხმობს, რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ მეფის ნაცვლები, მეორე მდივნები და მათ უნდა მართონ ქვეყანა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები