10 აგვისტო 2026,   03:38
ვრცლად
კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სკოლა 650 მოსწავლისთვის - თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სკოლა 650 მოსწავლისთვის - თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სკოლა სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება უსაფრთხო, ფუნქციური და კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და ფიზიკურ აქტივობას.

სკოლაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზი და კეთილმოწყობილი ეზო.

პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები