თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლები დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს 2 მოწმეს კითხავენ.
"ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებათა გამოკვლევას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან მოწმე ექსპერტები, მათ შორის, სასაქონლო ექსპერტი, ექსპერტ-ტრასოლოგი, რომელიც განსაზღვრავს ღობის დაზიანებას და, ასევე, მოწმეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სხვა პირები. ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ კატეგორიული რომ ღობეს დაზიანება მიადგა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, შემდგომში დამაზუსტებელი ექსპერტიზაც დაინიშნა ჭრასთან დაკავშირებით, რადგანაც ამაზე აპელირებდა დაცვის მხარე. პასუხი გახლავთ კატეგორიული და ცალსახა, რომ ღობეს ჭრის კვალი არ აღენიშნება," - განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით რაც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. სასჯელი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.