18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
უკრაინის რეგიონების ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსეთი დასახლებებზე კომბინირებულ დარტყმას ახორციელებს

უკრაინის რეგიონების ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთი დასახლებებზე კომბინირებულ დარტყმას დრონებით და რაკეტებით ახორციელებს. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

შეთანხმების მიუხედავად, იერიში ხორციელდება კიევზეც. აფეთქებების შედეგად, დედაქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ამ წუთებში მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია.

თავდასხმის შედეგად, დაშავებულები არიან ხარკოვშიც. რუსეთის ძალებმა ქალაქზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.

დღის ამბები