05 აგვისტო 2026,   11:08
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ვიქნებით წარმოდგენილნი საპარლამენტო კომისიაში, სადაც ვიაქტიურებთ"- ტატა ხვედელიანი ფასების დარეგულირების საკითხზე

ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა დღეიდან პარლამენტში იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი რამდენიმე საათში ბიუროზე დარეგისტრირდება. დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. მიმდინარე კვირასვე უნდა შედგეს კომისიის პირველი სხდომა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პოლიტიკური გუნდი განხილვაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

"ის, რომ დღეს-დღეობით პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და სხვა სერვისებზე არის ფასები გაზრდილი, ეს არის ფაქტი. ამაზე ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან ბევრს საუბრობს. რა თქმა უნდა, ვიქნებით წარმოდგენილნი საპარლამენტო კომისიაში, სადაც ვიაქტიურებთ ამ მიმართულებით, რათა შედეგიანი იყოს ეს ყველაფერი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

დღის ამბები