მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში - ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა დღეიდან პარლამენტში იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი რამდენიმე საათში ბიუროზე დარეგისტრირდება; დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. მიმდინარე კვირასვე უნდა შედგეს კომისიის პირველი სხდომა.
განხილვებში აქტიურად ჩართვას გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია.