10 აგვისტო 2026,   08:36
ვრცლად
6 სადგურით დაწყებული დიდი ისტორია - თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის ქვეშ - 6 სადგურით დაწყებული დიდი ისტორია. თბილისის მეტრო 60 წლისაა. საქართველოს დედაქალაქში ყველაზე სწრაფმა ურბანულმა ტრანსპორტმა მგზავრთა გადაყვანა 1966 წლის 10 იანვარს დაიწყო. სადგურების რაოდენობა კი 60 წლის განმავლობაში 6-დან 23-მდე გაიზარდა. თბილისის მეტროპოლიტენს დღეში ნახევარი მილიონი მგზავრი გადაჰყავს, მის გამართულ მუშაობაზე კი 2800 თანამშრომელი ზრუნავს.

მათ შორის არიან ისეთი სპეციალისტები. რომლებსაც არაერთი წელი აქვთ გატარებული მიწისქვეშ.

თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მეტროს ცხრა ღვაწლმოსილი თანამშრომელი დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ, თბილისის მეტროს განვითარების გეგმაც დაანონსდა.

დღის ამბები