09 აგვისტო 2026,   21:59
ვრცლად
თბილისის მეტრო 60 წლისაა - საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა

მედეა ბაქრაძე ერთ-ერთია იმ 17 დაჯილდოებულიდან, რომელსაც თბილისის მეტროს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. უკვე 57 წელია, რაც მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარების დინამიკას თვალს ადევნებს. დღეს კი ამბობს, რომ მეტრო ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა.

თბილისის მეტროს 60 წლიანი ისტორია დიდუბის სადგურიდან იწყება.

სწორედ აქ დაიძრა პირველი მატარებელი, რომელმაც გზა "ელექტროდეპოს", მეტრო "ოქტომბრის", "ვაგზლის მოედნის", მარჯანიშვილისა და რუსთაველის მიმართულებით გაიარა.

დღეს უკვე 23 მოქმედი მეტროსადგურია. 12-ის რეაბილიტაცია ამ დრომდე გრძელდება. დაგეგმილია მეტროს შემადგენლობის სრული განახლება. ამისთვის მერიამ 111 ახალი ვაგონი უკვე შეიძინა.

მეტრო, როგორც დედაქალაქის სატრანსპორტო ხერხემალი- თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას ხელს გაზრდილი ბიუჯეტი
უწყობს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის დამატებით, 68 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ხვალ გაიმართება. სატრანსპორტო კომპანიის კიდევ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენს საქართველოს პრეზიდენტი გადასცემს.

თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.

აღნიშნულ თანამშრომლებს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში უმასპინძლა და განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გადაუხადა.

მისივე თქმით, თბილისის მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.

დღის ამბები