აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობა შეაჯამეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებზე, ციტრუსის რეალიზაციის პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე.