ჩინეთთან ევროპის ქვეყნების ურთიერთობას თბილისში პოლიტიკურად აფასებენ. პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ თუ საქართველო უნდა იყოს ეკონომიკური, სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბი, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოს.
"ევროკავშირისთვის ვაჭრობა, ეკონომიკა მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩინეთში არის კომუნისტური პარტია და არ არის დემოკრატია. ცხადია, სადაც არ არის დემოკრატია, დემოკრატიული სახელმწიფო ყოველთვის კრიტიკით გამოირჩევა. ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ წინააღმდეგები ჩინეთთან ვაჭრობის განვითარების და ეკონომიკის. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ეკონომიკური, სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბი, ჩვენ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, უკლებლივ ყველასთან," - აცხადებს ლაშა ფარულავა.