გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯორჯიას შტატში არჩევნების გაყალბების საქმეზე ჩხრეკა ჩაატარა.
სამართალდამცველები ფულტონის ოლქში, საარჩევნო შტაბში, შევიდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აგენტები კომპიუტერების და ბიულეტენების ამოღებას ცდილობდნენ.
"როიტერის" ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო და მალე ამისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებოდნენ.