05 აგვისტო 2026,   16:34
ვრცლად
28 ქვეყანა და 235 საერთაშორისო გამოფენა - საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს ამჯერად დუბაის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა მასპინძლობს

28 ქვეყანა და 235 საერთაშორისო გამოფენა — ქართული კომპანიები გლობალურ პლატფორმებზე. საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს ამჯერად დუბაის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა მასპინძლობს. Gulfood-ი ყოველწლიურად 100 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 5 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.

ბოსტნეული, წვენები, თხილი, ყველი - ექსპორტიორები საერთაშორისო ბაზარს ქართული წარმოების გამორჩეულ გემოებს სთავაზობენ. წელს ღონისძიებას 26 ქართული კომპანია შეუერთდა. მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველო გამოფენაზე ორი პავილიონით არის წარმოდგენილი.

საერთაშორისო გამოფენები ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ შესაძლებლობას აძლევს. ასეთ პლატფორმებზე მწარმოებლები ზრდიან ბრენდის ცნობადობას და ამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს. ქართული კომპანიების მონაწილეობა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება, რაც ფინანსურ, ტექნიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებას მოიცავს.

ევროკავშირის ქვეყნები, სპარსეთის ყურის რეგიონი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია და სინგაპური - ქართული ექსპორტის გეოგრაფია ფართოვდება. კომპანიების ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Gulffood 2026-ის გამოფენა 30 იანვარს დაიხურება. წელს გამოფენა 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. ქართული კომპანიების მხარდაჭერა გრძელდება. მიმდინარე წელს საქართველო კიდევ არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე გახდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები