13 აგვისტო 2026,   14:34
ვრცლად
მაია სანდუს განცხადება საქართველოზე და პოლიტიკური შეფასებები - შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტს უახლოესი პოლიტიკური წარსული

დსთ-ს წევრი მოლდოვის პრეზიდენტის პოლიტიკურ იერიშს, სადაც მაია სანდუ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაზე საუბრობს, თბილისი მკაფიო რეაქციით პასუხობს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ლიდერს, რომლისთვისაც სუვერენიტეტის დაცვა მთავარი პრიორიტეტი არ არის და რომელიც სხვა ქვეყანასთან გაერთიანების მომხრეა, საქართველოს კრიტიკის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს.

შალვა პაპუაშვილმა, მაია სანდუს, დღეს უახლოესი პოლიტიკური წარსული და საქართველოზე თავდასხმის სხვა ფაქტებიც შეახსენა, მათ შორის, 4 ოქტომბერი და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა, რომელსაც კიშინიოვმა მწვანე შუქი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან რამდენიმე წამში აუნთო.

მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციაზე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

აქვს თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე კიშინიოვს თბილისის გაკრიტიკების უფლება, კანდიდატ ქვეყანას, რომელიც ასოცირებულ ტრიოში საქართველოს პროგრესის პარალელურად, სხვადასხვა მაჩვენებლით, მუდმივ რეგრესს განიცდის? - მოლდოვის პრობლემებზე, საუბარს თავს არიდებს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სანდუს ღია მხარდაჭერა, მათ შორის, 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან ყოფნის დროს მიიღო. ექსპრეზიდენტის გუნდისგან განსხვავებით, მოლდოვის პრეზიდენტის მიმართ ბრაზი არ დაუმალავს ექსპრემიერის პარტიას.

მოლდოვის დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ეკონომიკური პრობლემები, კორუფცია და ემიგრანტების ხმები, რომლითაც მაია სანდუ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა - ფაქტები, რაზეც ოპოზიციის ნაწილი ვერ საუბრობს, დღეს "ქართულ ოცნებაში" გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ მოლდოვის პრეზიდენტი კიშინიოვში არსებული პრობლემების გადაფარვას საქართველოზე პოლიტიკური თავდასხმითა და რეპუტაციული ზიანის მიყენებით ცდილობს.

მოლდოვამ, რომელიც დსთ-დან გასვლის პროცესი წლების შემდეგ, მხოლოდ ახლა დააინიცირა, წევრის სტატუსი 1991 წელს მიიღო.

დღის ამბები