ჰესლინკის კომისიამ საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენა გადადო. მიზეზად კომისიამ უამინდობა დაასახელა.
ოფიციალური განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, თუმცა ცნობილია, რომ ვაშინგტონში არსებული ყველა ფედერალური სამსახური დღეს მუშაობს და თანამშრომლებს მხოლოდ ერთსაათიანი დაგვიანების უფლება აქვთ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შეერთებული შტატების კადრების მართვის ოფისის გვერდზეც.
დღეს დაგეგმილი იყო კომისიის თანათავმჯდომარის ჯო უილსონის და ლორა თორნტონის მოსმენა. საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, რომელიც 2025 წლიდან ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს.
მმართველ გუნდში ეჭვი ეპარებათ, რომ მოსმენის გადადების მიზეზი უამინდობაა და იმ უხერხულობაზე საუბრობენ, რასაც კომისიაზე თორნტონის მიწვევა ქმნის.
საკითხს აფასებენ ოპოზიციურ სპექტრშიც. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ "ქართულ ოცნებას" ამ მოსმენის გადადება უხარია.
"აქ მნიშვნელოვანი არ არის ის, რომ გადაიდო, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ "ოცნებას" უხარია, რომ გადაიდო.
ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. "ოცნება", ჯერჯერობით, ადეკვატურად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ურთიერთობებს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.