საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ერ-რიადი არ დაუშვებს მისი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას.
Reuters-ის ცნობით, პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას, მემკვიდრე პრინცმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად "ნებისმიერი ძალისხმევის მიმართ, რომელიც უთანხმოებებს დიალოგის გზით მოაგვარებს".