05 აგვისტო 2026,   16:35
ვრცლად
სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია

სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს "თბილსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს.

თბილისის მერია და "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

დღის ამბები