"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს დაევალა პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემა, ასევე, აეკრძალა საზღვრის კვეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, შეფარდებულ გირაოს გადაიხდის.
ცნობისთვის, ვაშაძეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 7-თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მან საპატიმრო დაწესებულება 23 იანვარს დატოვა.