10 აგვისტო 2026,   07:31
ვრცლად
მრავალფეროვანი გასტრონომია და ღვინის 8 000-წლიანი კულტურა - საქართველოს ნიუ-იორკის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ეცნობიან

მრავალფეროვანი გასტრონომია, ღვინის 8 000-წლიანი კულტურა - საქართველოს ნიუ-იორკის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ეცნობიან. ეროვნული სტენდი დამთვალიერებლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

უცხოელ ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო მიმართულებებისა და კურორტების შესახებ ადგილზე მიეღოთ.

ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, შეხვედრები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო პიარ და ავიაკომპანიებს, პლატფორმებსა და მედიაორგანიზაციებს შორის გაიმართა.

გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამოგზაურო მედიაფორუმზე წარდგა. კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ქართულ კომპანიებსა და მათ პოტენციურ პარტნიორებს შორის B2B ფორმატში შეხვედრები გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი ტურების ჩატარების საკითხები განიხილა.

ღონისძიებას ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსულიც ესწრებოდა.

გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, ვიზიტორთა რაოდენობა კი 23 ათასს აჭარბებს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები