10 აგვისტო 2026,   04:57
ვრცლად
"პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას არა განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება" - ლაშა ფარულავა

"პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას არა განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება", - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, ისინი მზად არიან შევიდნენ დისკუსიაში, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე "ქართულმა ოცნებამ" მისი შეფასებით, რეპრესიები და ტერორი უნდა შეწყვიტოს.

"პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას არა განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება - პოლიტ პატიმრების, ოპონენტების გათავისუფლება, რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტა.

ცხადია, მზად ვართ ვისაუბროთ "ქართული ოცნების" კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, რომელიც გამოიწვია "ოცნების" კონკრეტულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, მათ ობიექტურ დებატებზე უარი არასდროს უთქვამთ.

"არასდროს გავურბოდით დებატებს. დებატები უნდა იყოს მიზანმიმართული იქითკენ, რომ ობიექტური რეალობა დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, უარი ობიექტურ,რეალურ დებატებზე არასდროს არ გვითქვამს", - განაცხადა გიგა ფარულავამ

დღის ამბები