აშშ-ში, მინეაპოლისის აეროპორტთან გზის გადაკეტვისთვის ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ათობით სასულიერო პირი დააკავეს. ისინი სავალ გზაზე დაჩოქილი ლოცულობდნენ და ასე აპროტესტებდნენ ქალაქში საიმიგრაციო ოფიცრების განთავსებას. მათთან ერთად, გასაპროტესტებლად გამოვიდა ასობით მოქალაქე.
ორგანიზატორთა თქმით, -20-გრადუსიან ყინვაში, ქუჩებში 50 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტები მოითხოვენ, დადგეს იმ საიმიგრაციო ოფიცერთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ცეცხლი გაუხსნა და საკუთარ ავტომობილში მოკლა ერთ-ერთი მოქალაქე, რენე გუდი.