12 აგვისტო 2026,   20:14
ვრცლად
"სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, იმსჯელებდა მაინც, მაგრამ დაინახეს, რომ მტკიცებულებები არ იყო. აქ ვერაფერი წარმოადგინეს და იქ რა უნდა წარედგინათ?" - მაჭარაშვილი საია-ს სარჩელზე

რატომ დაუმალა საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე, - საია-ში პასუხი არ აქვთ. ბრიფინგის შემდეგ, ორგანიზაციამ წერილობითი განცხადებაც გაავრცელა სადაც ამტკიცებს, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება სარჩელში არ მოუთხოვია.

განსხვავებულია ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის კორესპონდენციას ასახავს. საია წერს, რომ მათ 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინეს მოთხოვნა, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებისთვის დროებითი ზომების დაწესებაზე.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და არსებობს არაერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომ საჩივრები სტრასბურგში კოორდინირებულად შევიდა და გადაწყვეტილებას ამ საჩივრებზე სწორედ საია იღებდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საია-ს არც ქართველი საზოგადოებისთვის წარუდგენია მტკიცებულებები და სტრასბურგშიც ვერაფერს წარადგენდა.

"სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ჩვენ ვიცით - ბოლო პერიოდში ყველა შემთხვევაში წააგეს ნაცმოძრაობამ და მისმა მხარდამჭერმა არასამთავრობოებმა. აქაც, ამ საქმესთან დაკავშირებითაც, არა მარტო უარი მიიღეს, არამედ თქვეს, რომ ამ საქმეს არც განიხილავდნენ, სანამ არ დაიწყებოდა საქმის ძირითადი განხილვა. სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, იმსჯელებდა მაინც, მაგრამ დაინახეს, რომ მტკიცებულებები არ იყო. აქ ვერაფერი წარმოადგინეს და იქ რა უნდა წარედგინათ?", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები