დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"დონბასის საკითხი მთავარია. განიხილავენ, როგორ ხედავენ ამას სამი მხარე", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ღამით და დღეს, დილით უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვს ესაუბრა.
"ის იმუშავებს და ამა თუ იმ საუბრების ან შეთანხმებების თითოეულ ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მომაწვდის. თქვენც გაგიზიარებთ", – აღნიშნა ზელენსკიმ.