18 ივნისი 2026,   22:39
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია

უკრაინაში ომი გრძელდება. პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია. კვლავ არ არის გადაწყვეტილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, - ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პროცესში მოსკოვიც და კიევიც კომპრომისზე უნდა წავიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს, დღეს და ხვალ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივ სამუშაო ჯგუფს შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელშიც რუსი, უკრაინელი და ამერიკელი მომლაპარაკებლები ჩაერთვებიან.

მანამდე კი, მოსკოვში უკვე იმყოფებოდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი. სტივ ვიტკოფი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალურმა კრემლმა აუდიენციას შინაარსიანი და კონსტრუქციული უწოდა.

დღის ამბები